კობა დავითაშვილს წამლის ფული ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მისცეს – “სამსახურში აღდგენასაც დამპირდნენ”

კობა დავითაშვილს წამლის ფული ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მისცეს - "სამსახურში აღდგენასაც დამპირდნენ"ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის თხოვნას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ის წერს, წამლის ფულით უზრუნველყვეს  და სამსახურში აღდგენასაც დაჰპირნენ.

„ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!“, – წერს დავითაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ყოფილი პოლიტიკოსი მძიმე სენს ებრძვის და გადაადგილება არ შეუძლია, დახმარების თხოვნით კი სახელმწიფოს საკუთარ დაბადების დღეზე გუშინ მიმართა.

პრაიმ ტაიმი