“კოტეჯს აქირავებდა და მდგმურებმა დაურეკეს” – 29 წლის ვლასი აბუთიძე 19 წლის ბიჭებმა ცემით მოკლეს

"კოტეჯს აქირავებდა და მდგმურებმა დაურეკეს" - 29 წლის ვლასი აბუთიძე 19 წლის ბიჭებმა ცემით მოკლესამ­ბრო­ლა­ურ­ში 19 წლის ბი­ჭებ­მა 29 წლის ვლასი აბუთიძე ცე­მით მოკ­ლეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა ცხელ კვალ­ზე გახ­სნეს. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ.

და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აგ­ვის­ტოს, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბრალ­დე­ბუ­ლებს და 1990 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ა.-ს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

ლ.ა. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. ისი­ნი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ე” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან არი­ან.

ვლა­სი აბუ­თი­ძეს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა დარ­ჩა. ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ახალ­გაზ­რდას სო­ფელ­ში კო­ტე­ჯი ჰქონ­და, სა­დაც მდგმუ­რე­ბი ჰყავ­და.

“მდგმუ­რებ­მა გარ­დაც­ვლილს და­უ­რე­კეს და დახ­მა­რე­ბა თხო­ვეს, რად­გან გვერ­დით მყო­ფი მუ­შე­ბი მათ აწუ­ხებ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გილ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რაც მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და” – ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29 წლის მა­მა­კა­ცი ხე­ლით არის გა­გუ­დუ­ლი.

ამბები