ლონდონის ბაღში 18 წლის საბა გაბედავა დაჭრეს. ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები წელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკაშია მოთავსებულია გაბედავას მეგობარი ნიკა ჩაჩუაც, ის სასტიკად არის ნაცემი. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და ბაჩანა ციცქიშვილი დააკავა.
ინფორმაცია “პრაიმტაიმს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პრაიმ ტაიმი

