მასობრივი არეულობა მინსკში – პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა მომიტინგეებს

მასობრივი არეულობა მინსკში - პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა მომიტინგეებსმინსკში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ჟურნალისტი, რომლეიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბელარუსის შინაგან საქმერთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.23 % მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ – 9.90 %. ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მინსკში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

იპნ