მინდია გორაძე ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ

მინდია გორაძე ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი” ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ,- ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ.

„2 წელიწადზე მეტი ჰყავდათ თურქეთში სრულიად უკანონოდ, მაგრამ არ ჩამოიყვანეს, გაუშვეს ბელარუსში, სადაც ასევე ვადები დაირღვა. ამ სახელმწიფომ გორაძის მიმართ ყველა კანონი დაარღვია და ამას ჩვენ სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ.

რაც შეეხება დღევანდელობას, მინდიას არ უნდა, რომ ის პოლიტიკისთვის გამოიყენონ. ის არ არის პოლიტიკოსი და არც უნდა ამაში ჩართვა და მე, როგორც ადვოკატს მაქვს ყველა უფლება მისგან, გავახმაურო მისი ეს პოზიცია“, – აღნიშნა კობაიძემ.

იპნ