შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამამ ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
თამაზ ხომასურიძის თქმით, სავარაუდოდ, ნიკოლაძის ლიკვიდაცია იგეგმება.
“გუშინ მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც არის “თეთრი ისარის” წარმომადგენელი, თავიანთ თავს უწოდებენ ინკვიზიტორებს, მათ გამოიკვლიეს, რომ ჩემი შვილი არის უდანაშაულო. მითხრეს რომ სამართალს ჩვენ დავამყარებთ და შენ გაჩერდიო. მირიან ნიკოლაძეს გამოუტანეს განაჩენი ადრე, იმის გამო, რომ მან გაათავისუფლა ნარკობარონი, ადრინდელ საქმეზეა ლაპარაკი. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვითონ გამოვიდნენ კონტაქზე ჩემთან,”- განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.

