ფონიჭალაში მამაკაცი დაიღუპა – ის კორპუსიდან გადავარდა

ფონიჭალაში მამაკაცი დაიღუპა - ის კორპუსიდან გადავარდაფონიჭალაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.