ფოთში 23 წლის თამაზ გრატიაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობა სცადა. მისი თქმით, ამ ფორმას მიმართა, რადგან ფოთის პოლიციის მაღალჩინოსანი, დავით ოდიშარია მასზე ფსიქოლოგირუად ძალადობს.
ეს გავაკეთე ფოთი პოლიციის უფროსის მოადგილის, დავით ოდიშარიას იძულებით, იმიტომ, რომ ის ორი თვეა მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, სასამართლოში შევუტანე მას ცემის ფაქტთან დაკავშირებით [სარჩელი], გადმოდის შეტევაზე, შეურაცხყოფა, გინება, არ მანებებს თავს. ვთხოვ ამ ხალხს, რომ მოშორდეს პოლიციას ეს ადამიანი, – თქვა თამაზ გრატიაშვილმა.
პოლიციელები დავით ოდიშარია და თორნიკე კეჭაყმაძე ფიგურირებენ გადიაშვილის 3 თვის წინანდელ საქმეში, როცა ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
გრატიაშვილმა სარჩელით გენერალურ ინსპექციას მიმართა. დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციელები სარჩელის გამოტანას სთხოვენ.
მთავარი

