“სიცოცხლე აღარ მინდა, თავის ვიკლავ… ღამე თეთრად გავათენე…” – რა წერილი მიიღო ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ

"სიცოცხლე აღარ მინდა, თავის ვიკლავ... ღამე თეთრად გავათენე..." - რა წერილი მიიღო ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემირაკლი ვაჩიბერაძემ ფეისბუქში დაწერა:

“სიცოცხლე აღარ მინდა, თავის ვიკლავ, მიზეზები კი წერილში დავწერე და ადვოკატს ვუტოვებ,”ო -ამ შინაარსის წერილი მომივიდა გუშინ ღამით facebook-ში სრულიად უცხო ადამიანისგან. ეგერვე მესენჯერში დავურეკე და ტიროდა, შანსი არაა თავს ვიკლავო და გამითიშა. არც ის ვიცოდი სად ცხოვრობდა, არც ის ვიცოდი ვინ იყო. სოციალურ ქსელში სახელი და გვარიც არ ეწერა (ინიციალები უწერია) ვერ გავიგე რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი. ხუმრობა, რომ ყოფილიყო მოქმედი კანონის მიხედვით ცრუ შეტყობინება დასჯადია, სიმართლე, რომ ყოფილიყო ჩემი უყურადღებიობით ადამიანი დაიღუპებოდა. მაინც ეგრევე 112-ში დავრეკე, ადამიანი თავის მოკვლას აპირებს-მეთქი, მაგრამ სხვა დეტალები არ ვიცი-თქო. ოპერატორმა მითხრა სად ცხოვრობს არ იცი, ვინ არის არ იცი და აბა მაშველს რომ ეძახი სად ვუშველოთო.  🙁  🙂 (ისე ლოგიკა არის ამაში) მერე პოლიციამ დამირეკა სად წავიდეთო, არ ვიცი-მეთქი, რა ქვიაო არც ეგ ვიცითქო, ფეისბუქ აბრევიატურა ვუთხარი, როგორიც აქვს გაკეთებული. მერე სასწრაფომ დამირეკა, გამოძახება გაგიკეთებიათ, რა მისამართზე მივიდეთო, არ ვიცი-თქო, აბა თუ არ იცოდი რას რეკავდიო.  🙂 (გადაღლილი მედიკოსებისიც მესმის) ჰოდა, დღეს დილით ვისმენ, რომ ფოთში 25 წლამდე პირმა საწვავი გადაისხა და თვითმკვლელობის მიზნით. გუშინდელი ზარის ავტორი ეს პირი აღმოჩნდა. არ ვიცი მე რამდენად ვიხსენი ეს ადამიანი, მაგრამ გუშინდელი ღამე რომ თეთრად გავატარე ის ნამდილად ვიცი.”

ფოთში 23 წლის თამაზ გრატიაშვილმა თავის მოკვლა სცადა