ფოთში გოგონა ხიდიდან გადახტომამდე მამაკაცს ესაუბრებოდა, რომელიც შეხვედრას ძალით სთხოვდა

ფოთში გოგონა ხიდიდან გადახტომამდე მამაკაცს ესაუბრებოდა, რომელიც შეხვედრას ძალით სთხოვდაფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ისევ ეძებენ. თვითმხილველებმა იგი ბოლოს ცოტნე დადიანის ხიდზე ნახეს.

არსებული ინფორმაციით, რიონში იგი სწორედ ამ ხიდიდან გადახტა.

გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცთან, რომელიც სატელეფონო საუბრებისას ძალით სთხოვდა შეხვედრას. ახალგაზრდა ქალის ბიძაშვილის თქმით, იგი ხიდიდან გადავარდნის მომენტში სწორედ ამ ადამიანს ესაუბრებოდა.

დაკარგული ოჯახი ძებნაში დამატებითი საძიებო ძალებისა და მყვინთავების ჩართვას მოითხოვს.

მთავარი