ფრიდონ აბჟანდაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ფრიდონ აბჟანდაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდაშვილის სუიციდამდე მიყვანის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი  პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა.

დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, ამის თავიდან ასაცილებლად მიესაჯა პატიმრობა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.  განიხილება ყველა ვერსია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დეტალებზე ექსპერტიზის დასკვნამდე არ საუბრობს.

მომდევნო პროცესი 19 ოქტომბრეს გაიმართება.