ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს

ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვესოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ქობულეთში, სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს.

„შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული,“ – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვას სათავის  ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს. კაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმელები