ბათუმში საკარანტინე სივრცის მე-4 სართულიდან 27 წლის მამაკაცის გადმოხტომის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
უბედური შემთხვევა ბათუმის სასტუმრო”ლეგასში” მოხდა. კარანტინში მყოფი 27 წლის მამაკაცი ფელიქს ჯიქიაა.
ფელიქს ჯიქიას ცოლი, სალომე ცანავა ამბობს, რომ ზუგდიდში ცხოვრობენ, დაშავებული თურქეთიდან ბათუმში გუშინ შემოვიდა. ის თვითმკვლელვობის ვერსიას გამორიცხავს და ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს პერსონალს აკისრებს.
სალომე ცანავა:
“მას არანაირი ფსიქიკური და დაპრესიული აშლილობა არ აქვს. ჩვეულებრივად, ღამის 12 საათამდე ვეკონტაქტებოდი… სასტუმროში უნდა ვნახოთ ჩანაწერები, რა და როგორ, აი იმის მიხედვით შეიძლება დავიჯერო, მოიფიქრეს თვითმკვლელობის ვერსია. სასტუმრო “ლეგასის” ცხელ ხაზზე ვრეკავ და არანაირი პასუხი არ არის…როგორ შეიძლება პირველი დღეა საკარანტინო პერიოდის და გარეთ თუ გავიდა, პერსონალი არ არის, ვინც პასუხისმგებელია კონტროლზე. კარანტინი რატომა, მაშინ, თუ შეიძლება რომ 3-4 ერთად იყვნენ და ისაუბრონ – მაშინ კარანტინი რანაირადაა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან დიდი შეცდომა ყოფილა”.
სასტუმრო “ლეგასის” მენეჯმენტი კონტაქტზე არ გამოსულა და “მთავართან” კომენტარს არ აკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვოთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მთავარი

