საფრანგეთიდან ინგლისში ჩასული მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიან

საფრანგეთიდან ინგლისში ჩასული მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიანდიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთს, მალტასა და ნიდერლანდებს დაუმატებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ძალაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შევა და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

გუშინ საფრანგეთში კოვიდ 19-ის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის მაისიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

რაც შეეხება კვირის მონაცემებს, საფრანგეთში, 3-9 აგვისტოს, ყოველ 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 15 შემთხვევა დადასტურდა, ნიდერლანადებში -19, მალტაში კი – 35.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ივლისში კარანტინი ესპანეთიდან და ბელგიიდან ჩასულ მგზავრებსაც დაუწესა, რამაც ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

იპნ