“სითი მედიქალში” პოლიციაა მობილიზებული

"სითი მედიქალში" პოლიციაა მობილიზებულიხმაური “სითი მედიქალში“ – კლინიკაში ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.

სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენიმე წუთში, სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.

ერთ-ერთი პაციენტი მედპერსონალს მძიემე ბრალდებებს უყენებს – 77 წლის ქალი აცხადებს, რომ მასზე ექიმმა და ექთნებმა იძალადეს. პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ.

ამ წუთებში სამართალდამცველებს გამოკითხვაზე პაციენტის შვილი ჰყავთ გადაყვანილი.
ბრალდებებს უკვე უპასუხა კლინიკის დირექტორმა, რომელიც ამბობს, რომ ვითარებას გაარკევევს.

რუსთავი 2