სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცა

სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცაბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

„სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება,“- წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

10 აგვისტოს საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის წევრმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია თავის ადვოკატთან ერთად ცესკოში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი მან თქვა: “მივიღე გადაწყვეტილება.”

შეგახსენებთ, გუშინ სვეტლანა ტიხანოვსკაიას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.