ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესძარცვა ჭიათურაში – შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ოპერატორს მუქარით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაწყებულია გამოძიება. დაკითხვაზეა სადგურის თანამშრომელი.

გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

“თანხა არის წაღებული, მაგრამ რა რაოდენობით, არაფერი ვიცით. ორი პიროვნება ყოფილა,” – განაცხადა ადგილობრივმა.