ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჟურნალისტი უწყებაში ხვალ, 3 აგვისტოს 11:00 საათზე, უნდა გამოცხადდეს.

მისი გამოკითხვა, გუშინ “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. ქაშიაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.

შეგახსენებთ, რომ “შაბათის ფორმულამ” შინაგან საქმეთა სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

„ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომლებიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა“