თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესთბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

27 წლის პაციენტი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა. სისხლიანი დაპირისპირების დეტალები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ გარდაცვლილის მეგობრებსაც. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის  მუხლით დაიწყო.