თეონა თამაზაშვილის განცხადების გამო პროკურატურამ პროკურორის შემოწმება დაიწყო

თეონა თამაზაშვილის განცხადების გამო პროკურატურამ პროკურორის შემოწმება დაიწყოგარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღიშნული, საქმე ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებას.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ