ტყიბულში 40 წლის ზაურ სოფრომაძე მანქანაში ჩაცხრილეს

ტყიბულში 40 წლის ზაურ სოფრომაძე მანქანაში ჩაცხრილესტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. მას ქალაქის შესასვლელში  ესროლეს.

დაღუპული ზაურ სოფრომაძეა, იგი წარმოშობით თერჯოლის რიონის სოფელ რუფოთიდანაა.

მთავარის ინფორმაციით, სოფრომაძეს მისივე თანასოფელმა ესროლა, რომელთანაც მას ადრე კონფლიქტი ჰქონდა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.