ტრაგედია მახინჯაურთან – ბაბუის გაცილებას ბებია, რძალი და შვილიშვილი შეეწირნენ – მანქანა 7 ქვეითს დაეჯახა

ტრაგედია მახინჯაურთან - ბაბუის გაცილებას ბებია, რძალი და შვილიშვილი შეეწირნენ - მანქანა 7 ქვეითს დაეჯახაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ბავშვი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს.

დაღუპულები არიან ბებია, რძალი და შვილიშვილი.

დაშავებული ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ქალა აქვს დაზიანებული, ხოლო ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.