ტრამპმა აშშ-ში ტიკ ტოკი აკრძალა

ტრამპმა აშშ-ში ტიკ ტოკი აკრძალააშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტიკ ტოკის მფლობელ კომპანია ბაიტიდანსთან გარიგებების აკრძალვის შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ბაიტიდანსთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება.

„აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტიკ ტოკის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსგავსი განკარგულება ჩინური კომპანია ტენსენტის კუთვნილი აპლიკაციის, ვიჩატის აკრძალვის მინზითაც გამოსცა.

ტიკ ტოკი უარყოფს აშშ-ის ხელისუფლების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს, ან ჩინეთის ხელისუფლებას ის მომხმარებელთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

იპნ