ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა – “ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ”

ვანო მერაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა.” – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

რუსთავი 2