ზაურ სოფრომაძის მკვლელობისთვის 5 კაცი დააკავეს

ზაურ სოფრომაძის მკვლელობისთვის 5 კაცი დააკავესტყიბულის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, რა უძღოდა წინ ტყიბულში მომხდარ დანაშაულს.
მთავარის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი უკვე დაკავებულია. ცნობილია, რომ ხუთივე პირი სასტიკად ნაცემია. დაკავებულთა ოჯახის წევრები პოლიციასთან არიან შეკრებილი და ყვებიან, რომ მათი ოჯახის წევრები გვიან ღამით დააკავეს, რის დროსაც პოლიციელები მათ სცემდნენ და აიძულებდნენ სოფრომაძის მკვლელობა ეღიარებინათ.

ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი მოწმის სტატუსითაა დაკავებული.

34 წლის ზაურ სოფრომაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ის უგონო მდგომარეობაში მყოფი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ კი მოკლულის ცხედარი სამხარაულის ბიუროდან მის სახლში, თერჯოლაში გადაასვენეს. ოჯახს არ აქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა მოეკლა ზვიად სოფრომაძე. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სოფრომაძე ტყიბულში ნათლობაზე იყო წასული.

შსს-ში ამბობენ, რომ დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის და საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.