“17 წლის გოგონა ტყეში ძალდატანებით წაიყვანა, სხეულზე ნაკაწრები ჰქონდა” – რა მოხდა წყალტუბოში

"17 წლის გოგონა ტყეში ძალდატანებით წაიყვანა, სხეულზე ნაკაწრები ჰქონდა" - რა მოხდა წყალტუბოშიწყალტუბოში 17 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე გოგონას ექსპერტიზა უტარდება. სექსუალური ძალადობის ფაქტი 5 დღის წინ მოხდა.

მამაკაცი, რომელიც წყალტუბოში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ეჭვმიტანილი, გოგონას ოჯახთან ნათლმირონობა აკავშირებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავს ქმედებაში მამაკაცი ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა მაშინ საქმე არ გახმაურებულა.

“სოციალურად დაუცველი ოჯახია, ბავშვი არის გულჩათხრობილი, ნაკლებად კონტაქტობს ადამიანებთან და ადვილია მისი დაყოლიება. ალბათ, ამით ისარგებლა. გავიგეთ, რომ ტყეში წაიყვანა ძალდატანებით. ნაკაწრები ჰქონდა სხეულზე. პედაგოგმა გაიგო.

მოძალადეს ნათელმირონობა აკავშირებს ბავშვის ოჯახთან. გვერდით ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ვიცით, ადრეც ჰქონდა მცდელობა, მაგრამ ახლა გახმაურდა. მინდა, რომ დააკავონ, არ მინდა ჩემი შვილები ასეთი ადამიანის გარემოში ცხოვრობდნენ. დაკავებული არაა”-აცხადებენ ადგილობრივები.

პრაიმტაიმი