“ალუდა გოგლიჩიძე ძალადობს ქალზე და შვილებს არ მანახვებს” – რას ითხოვს თეონა ჯულუხაძე

"ალუდა გოგლიჩიძე ძალადობს ქალზე და შვილებს არ მანახვებს" - რას ითხოვს თეონა ჯულუხაძეგანათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს ძალადობაში ადანაშაულებენ. ალუდა გოგლიჩიძეს  ყოფილი მეუღლე ბავშვების წართმევას აბრალებს. კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის წინააღმდეგ მისი მეუღლე საუბრობს.

თეონა ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე  მას ბავშვებს  არ ანახებს. მათი საერთო 12 წლის შვილი  3 წელია, რაც მამასთან  ცხოვრობს და ის დედის ნახვის სურვილს არ გამოთქვამს. თეონა ჯულუხაძე ბავშვის ამ გადაწყვეტილებას  ფსიქოლოგიურ ძალადობას აბრალებს.

„განათლების სისტემაში არის ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე და ბავშვებზე, ეს გახლავთ ალუდა გოგლიჩიძე. მე ვარ დედა, რომელიც უბრალოდ ვითხოვ ჩემი შვილების დაბრუნებას და გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს ამ შეუმდგარი სისტემის და მოძალადე მამის წინააღმდეგ, რომ მე ჩემი შვილები უკან დავიბრუნო“, – ამბობს თეონა ჯულუხაძე „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ყოფილი ცოლ-ქმარი შვილებზე ორი წელია დავობს.

“მთავარი არხი”  ალუდა გოგლიჩიძეს  დაუკავშირდა, რომელმაც  ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მასთან სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ.  ბავშვების მამა სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს. ალუდა გოგლიჩიძე  პოლიტიკური  პარტია  “შენების მოძრაობის” წევრია და სწორედ ამიტომაც  ყოფილი მეუღლის  ბრალდებებს პოლიტიკურ კონტექსტს უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლიდან  ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის – თეონა ჯულუხაძის საცხოვრებელი სახლი განისაზღვრა. თუმცა რადგან ერთ-ერთი ბავშვის სურვილი მამასთან ცხოვრება იყო, ალიმენტის გადახდა დედას დაეკისრა. ალუდა გოგლიჩიძე კი მცირეწლოვანი ბავშვის ალიმენტს იხდის. თეონა ჯულუხაძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობა 7 წლის ბავშვზეც დაიწყო  და სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია.

თეონა ჯულუხაძე იმ ძალადობაზეც საუბრობს , რომელის მსხვერპლიც ქორწინებაში ყოფნის დროს 17 წლის მანძილზე იყო. ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ალუდა გოგლიჩიძეს შემაკავებელი ორდერი გამოეწერა.

დახმარების მიზნით  სახალხო დამცველს მიმართა.  ბავშვების უფლებების დასაცავად სახელმწიფომ სოციალური სამსახური ჩართო, თუმცა ორივე მშობელი მათ არასათანადო მუშაობაზე საუბრობს.

მთავარი