„არსებაა ნინი ბადურაშვილი… და რატომღაც რომ გონია, რამეს წარმოადგენს” – მომღერალი სკანდალში გაეხვია

„არსებაა ნინი ბადურაშვილი… და რატომღაც რომ გონია, რამეს წარმოადგენს" - მომღერალი სკანდალში გაეხვიამომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა. ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. ფეისბუქზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”, ნინიმ გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”.

სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„არსებაა ნინი ბადურაშვილი… და რატომღაც რომ გონია რამეს წარმოადგენს.. პ.ს. თავის ძველ ფოტოებს მაინც გადახედოს“- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ქართველი სელებრითების ინფანტილური ბრაზი, რატომ არ მოსწონს ყველას ისე, როგორც მათ წარმოუდგენიათ, აუცილებლად “შე მახინჯო”, შე გოიმო” და “შე ლუზეროს” ძახილით მთავრდება. აბა, მახინჯი, გოიმი და ლუზერი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება, ნინი ბადურაშვილი არ მოგწონდეს?!“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

„ყოველთვის ვფიქრობდი რომ შეგნებული და კარგი ადამიანი იყავი…. ძალიან ტეხავს ძალიან… პ.ს. მაპატიე უვიდოდ ვბედავ“- უწერენ ნინის კომენტარებში.
მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა განმარტება გააკეთა: „არ მჩვევია ზოგადად პასუხების გაცემა, მსგავს კომენტარებზე, უბრალოდ, არის ხანდახან მომენტი როცა ვერ ზომავ… მეც ადამიანი ვარ, მიუხედავად ცნობადობისა”- წერს ბადურაშვილი.

პრაიმტაიმი