ავარია ბარათაშვილზე – 1 ადამიანი დაშავდა

ავარია ბარათაშვილზე - 1 ადამიანი დაშავდაბარათაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.