ავარია ლილოში – დაიღუპა ქვეითი

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოში – დაიღუპა ქვეითად მოსიარულე პირი.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექცის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმხობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.