ბაჩანა ლობჟანიძე – “თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა”

ბაჩანა ლობჟანიძე - "თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა"„სუსის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც დაკავებულია თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის სატელიტის ფოტების საქმესთან დაკავირებით და რომელიც აცხადებს, რომ მიცნობს, არაფერი მაკავშირებს“, – ამის შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უცნობია, რატომ ახსენა სუსის თანამშრომელმა ის, რადგან არასოდეს ყავს ნანახიც კი, არათუ იცნობდა.

“არ ვიცი, საიდან მიცნობს, როგორც იძახის, თურმე ადრე მასწავლიდა რაღაცას, მაგრამ  მსგავსი არაფერი ყოფილა, არ ვიცი,  ვინ არის ეს ადამიანი”, – ამბობს ლობჟანიძე.

ლობჟანიძის თქმითვე, ამ ეტაპზე მას კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან, რომელიც ლობჟანიძეს აქამდე მიგზავნილად თვლიდა.

“თამარის დედასთან ურთიერთობა დამილაგდა, ვესაუბრე და ნება დამრთო, მენახა ის კადრები, რომლებიც თამარმა გარდაცვალების წინ ჩაწერა, სწორედ ამიტომაც “ტვ პირველის” ტელევიზიაში მივდივარ, პროკურატურამ არ დამრთო ნება კადრების ნახვის”,  –  განაცხადა ლობჟანიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების  ყოფილმა თანამშრომელმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრარ ბაჩანა ლობჟანიძესთან კავშირის შესახებ.