ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს – 40%

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 12%-ით უსწრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 52% უჭერს, დონალდ ტრამპს კი – 40%.

გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ პოტენციური ამომრჩევლების 3% ხმის მიცემას სხვა კანდიდატისთვის აპირებს. 5%-ს კი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

იპნ