ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი – “საყოველთაო კარანტინი შეიძლება ისევ დაგვჭირდეს”

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - "საყოველთაო კარანტინი შეიძლება ისევ დაგვჭირდეს"ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ შესაძლოა საყოველთაო კარანტინი კვლავ განხორციელდეს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლდად, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას არ ისურვებდა.

მისი თქმით, ზომების მისაღებად ქვეყანა მზად უნდა იყოს.

“თუ ყველა დაიცავს წესებს, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ “ლოქდაუნი”, მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ ზომების მისაღებად, თუ ეს საჭიროა”, – განუცხადა ჰენკოკმა BBC- ს და დასძინა – ”მე არ გამოვრიცხავ, არ მინდა ამის დანახვა.”

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.

იპნ