დათო ოქიტაშვილი აფეთქებას გადაურჩა – “ოფისიდან 5 წუთით ადრე გავედი”

დათო ოქიტაშვილი აფეთქებას გადაურჩა - "ოფისიდან 5 წუთით ადრე გავედი"“მე­გობ­რე­ბო, ჩვენ კარ­გად ვართ!!! მად­ლო­ბა მო­კი­თხვი­სა და ყუ­რა­დღე­ბი­სათ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ერთი გარ­დაც­ვლი­ლი”, – და­წე­რა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­საც ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სამი კი და­შავ­და.

ambebi.ge და­ვით ოქი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი:

– კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ოფი­სი ფი­ლარ­მო­ნი­ის შე­ნო­ბა­ში, ზუს­ტად იმ კლუბ “დეჟა­ვუს” თავ­ზეა, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

– სამ­სა­ხურ­ში იყა­ვით მაგ დროს?

– არა, ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ზუს­ტად 5 წუ­თის წინ გა­ვე­დი, მაგ­რამ ად­გილ­ზე იყ­ვნენ ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ აფეთ­ქე­ბის ხმამ ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნა, შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი მი­რე­კავ­დნენ და ეს ამ­ბა­ვი მათ­გან გა­ვი­გე. მი­თხრეს, რომ ოფი­სი სა­ოც­რად შე­ზან­ზარ­და, გაჩ­ნდა ბზა­რე­ბი და რა­ღა­ცე­ბი ჩა­მოც­ვივ­და, მაგ­რამ ეს რა სა­ლა­პა­რა­კოა იმას­თან, რაც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოხ­და, არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი და ერთი გარ­დაც­ვლი­ლი. მომ­ხდა­რის გამო ვწუხ­ვართ ძა­ლი­ან. ახლა კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მი­ზე­ზებს არ­კვე­ვენ.

– თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხომ კარ­გად არი­ან?

– კი, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­ე­შინ­დათ…

– სულ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ოფის­ში?

– სამი – ერთი მა­მა­კა­ცი და ორი ქალ­ბა­ტო­ნი. კი­დევ ერთხელ ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო და ვუ­თა­ნაგ­რძნობ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

ლალი ფაცია, ამბები