დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დააკავეს.
პროკურატურა დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დაკავებული დავით ფურცხვანიძის და მისი შვილის ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
„აღნიშნული ქმედება შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით. ვინაიდან ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომი საადვოკატო საქმინობისგან მათ ჩამოშორებას, პროკურატურაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ ტექნიკაში უნებართვოდ შეღწევის საქმე“,- განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

