დავით ფურცხვანიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

დავით ფურცხვანიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობსდავით ფურცხვანიძის სახლში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები გადასცა ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

მოქალაქე დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელია, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებით არის დაკავებული.

ფურცხვამიძის განცხადებით, მასალა მას პირადად არ მოუძიებია და ფოტოები საზღვარგარეთიდან კონკრეტული წყაროსგან მიიღო.

რუსთავი 2