ელიავაზე 15 მაღაზია დაიწვა – “ძალიან საშიში მდგომარეობა იყო”

ელიავაზე 15 მაღაზია დაიწვა - "ძალიან საშიში მდგომარეობა იყო"ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მეპატრონის თქმით, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია. როგორც ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ, გვიან ღამით ხანძარი დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე გავრცელდა.

„დაამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ძირითადად, ხის და პლასტმასის მასალები იყო. თუმცა, ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია“,-აცხადებს ზავრადაშვილი.

იპნ