“გამოძიებამ ჩემი პირადი ინფორმაცია წაიღო” – მიხეილ რამიშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა

"გამოძიებამ ჩემი პირადი ინფორმაცია წაიღო" - მიხეილ რამიშვილმა სასამართლოში საჩივარი შეიტანაგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ის მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მისივე განმარტებით გამოძიების მიერ ჩამორთმეული ტელეფონით სამართალდამცავებისთვის არა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, არამედ მისი პირადი მონაცემებიც საჯარო გახდა.

“მთელი ინფორმაცია წაიღო გამოძიებამ, ჩემი პირადი პერსონალური ინფორმაციები”, – განაცხადა ადვოკატმა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.

ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა. გამოძიებასთან დაკავშირებით მიხეილ რამიშვილის მოსამართლის განჩინებით მობილური ტელეფონი ჩამოართვეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.

რუსთავი 2