გორში ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვესკიდევ ერთი ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ მოხდა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

დიანიუსი