კოვიდ 19-ით ინფიცირებულ ტვ პირველის ჟურნალისტ ვიკა ბუკიაზე ინგა გრიგოლიამ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:
“დღის ბოლოს- ვიკას სუსტად დადებითი პასუხი აქვს ,შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გვითხრა,რომ ხვალ შუადღემდე ვიყოთ თვითმონიტორინგის რეჟიმში.ტელევიზია ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას და კომპანიამ გადაწყვიტა,ყველა თანამშრომელს ჩაუტარდეს ტესტი ხვალ დილიდან. სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს და ვმუშაობთ ისევე,როგორც აქამდე .Vika Bukia Buratinova
-ს კი, რომელიც ორშაბათიდან George Nioradze
ერთად,ახალ გადაცემას იწყებდა ტვ ,,პირველზე,, მალე გამოჯანმრთელებას და სამსახურში სწრაფად გამობრჭყვიალებას ვუსურვებ”
ვიკა ბუკიამ აპ პოსტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
“ძალიან ეფექტური მოსვლა მქონდა ”
რასაც ინგა გრიგოლიამ ასე უპასუხა:
“აი, ეგრე ხმაურიანად უნდა მოსულიყავი ზუსტად დღეს ჩიხლაძის ეთერიდან მოგმართე,კეთილი იყოს შენი კორონიანი ფეხითქო”

