“ირაკლი შურღაია საქართველოშია და მოკლული თამთა ჯანჯღავას მეგობარს მოკვლით ემუქრება”

"ირაკლი შურღაია საქართველოშია და მოკლული თამთა ჯანჯღავას მეგობარს მოკვლით ემუქრება"32 წლის თამთა ჯანჯღავა სავარაუდოდ ქმარმა მოკლა და ადგილიდან მიიმალა. მკვლელობა 11 სექტემბერს, სტამბოლში მოხდა.

2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ მოკლულის მეგობრებმა პოლიციას მისი დაკარგვის შესახებ აცნობეს. სახლში მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა ქალი დაკეტილ სახლში მოკლული დახვდათ.

ცნობილია, რომ ირაკლი შურღაია ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, მიზეზი კი ეჭვიანობა და ნარკოტიკები იყო, რომელთაც სავარაუდო დამნაშავე აქტიურად მოიხმარდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი შურღაიამ სავარაუდოდ მომხდარიდან მალევე თურქეთი დატოვა და საქართველოში ყალბი საბუთებით დაბრუნდა. ამის შემდეგ ის გაუჩინარდა.

ირაკლი შურღაია მოკლული მეუღლის ყოფილ მეგობარს ახლა მოკვლით ემუქრება. ამის შესახებ ახალგაზრდა მამაკაცს მეგობრებმა შეატყობინეს.

შსს-ში განგვიმარტეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

მოკლულის მეგობრები “მთავართან” ყვებიან რომ, ირაკლი შურღაია ცოლზე ყოველდღიურად ძალადობდა. სოციალურ ქსელში ჯანჯღავას და მისი მეგობრების მიმოწერაც ვრცელდება, სადაც ახალგაზრდა ქალი  მეგობრებს უყვება, როგორ უსწორდება ფიზიკურად საკუთარი ქმარი.

ირკვევა, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, თამთა ჯანჯღავა თანამშრომლებმა ნაცემი ნახეს, თუმცა ქმრის შიშისა და მუქარის გამო ქალმა პოლიციაში მისვლაზე უარი თქვა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოასვენებენ მოკლულ თამთა ჯანჯღავას სამშობლოში.

მთავარი