“ის ბევრს ჭამს და არ სუქდება, მე სულ არ ვჭამ და მაინც ვიმატებ” – როგორ ვებრძოლოთ ამას

"ის ბევრს ჭამს და არ სუქდება, მე სულ არ ვჭამ და მაინც ვიმატებ" - როგორ ვებრძოლოთ ამასხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა და საკმაოდ კალორიულ საკვებსაც რეგულარულად მიირთმევს, წონაში არასოდეს იმატებს, მაშინ როცა, ამა თუ იმ დიეტის მკაცრად მიმდევარნი, ვერაფრით იკლებენ ჭარბ კილოგრამებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ზოგს მეტად აჩქარებული და გაძლიერებული აქვს მეტაბოლიზმი, იმისათვის, რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს, აუცილებელად უნდა გააქტიუროს, დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესები ორგანიზმში. ამისათვის მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:

1) საკვებ რაციონში უნდა ჩართოთ მეტი ცილა – ცილები განსაკუთრებით აჩქარებს მეტაბოლიზმს, სულ მცირე 15-30 %-ით. გარდა ამისა, ცილები გვიცავს გადაძღომისაგან, რადგან საუკეთესოდ უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას;

2) სვით სათანადო რაოდენობის წყალი – წყლის დეფიციტი მეტაბოლიზმის შენელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც დღის განმავლობაში მკაცრად უნდა აკონტროლოთ მიღებული წყლის რაოდენობა;

3) ინტენსიურად დაიტვირთეთ ფიზიკური აქტივობით – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ბევრი ენერგია იხარჯება, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მოთხოვნა კალორიათა დასაწვავად. ეს განსაკუთრებულად აჩქარებს მეტაბოლიზს;

4) რეგულარულად სვით მწვანე ჩაი – British Journal of Nutrition- ში განთავსებული ერთ-ერთი ავტორიტეტული შრომის შედეგები ადასტურებს იმას, რომ მწვანე ჩაი 4-5 %-ით აჩქარებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს; რაც მთავარია, ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა შედეგის მისაღწევად, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

მკურნალი