იტალიის სკოლებში სწავლა განახლდა

იტალიის სკოლებში სწავლა განახლდაექვსთვიანი პაუზის შემდეგ, იტალიაში სკოლების უმეტესობა საბოლოოდ გაიხსნა. იტალიის 20 რეგიონიდან 13 რეგიონში მდებარე სკოლებში გაკვეთილებზე ფიზიკური დასწრება განახლდა. დანარჩენ 7 რეგიონში კი სკოლების გახსნა კიდევ ერთი კვირით გადადეს. სკოლას ჯამში 5.6 მილიონი მოსწავლე დაუბრუნდა.

ბავშვებს რეკომენდაციების დაცვა, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფექცია, საკლასო ოთახის გარეთ პირბადეების ტარება და მერხებთან მარტო ჯდომა მოუწევთ. უბრალო გაციების სიმპტომების შემთხვევაშიც კი მოსწავლე ვალდებულია სახლში დარჩეს. კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, იტალიაში სკოლები მარტის დასაწყისიდან დაიკეტა.

იპნ