24 წლის მამაკაცი დაჭრეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. ახალგაზრდა მუცლის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსში” უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
საქმეზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.
ნიუპოსტი

