მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც მოსკოვის დინამოს მე-2 გოლი გაუტანა, შარშან სიმსივნე დაამარცხა

მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც მოსკოვის დინამოს მე-2 გოლი გაუტანა, შარშან სიმსივნე დაამარცხაჯეო თიმმა ფეისბუქში დაწერა:

“2018 წ, დეკემბერი: მამია გავაშელიშვილი იგებს, რომ მას აქვს სიმსივნე… ძალიან დიდი საფრთხე არათუ მის კარიერას, ჯანმრთელობასაც…
2019 წ, ოქტომბერი: მამია გავაშელიშვილი ამარცხებს სიმსივნეს და სჯერა, რომ ის კვლავ შეძლებს დიდი ფეხბურთის თამაშს, აგრძელებს მუშაობას მოედანზე დასაბრუნებლად
2020 წ, ივნისი: მამია გავაშელიშვილი 1.5 წლიანი პაუზის შემდეგ ატარებს პირველ ოფიციალურ შეხვედრას
2020 წ, სექტემბერი: მამია გავაშელიშვილი იტანს გამარჯვების მომტან გოლს მოსკოვის დინამოს კარში და აგრძელებს სვლას ოცნებების შესასრულებლად!
მოუყევით ამ ისტორიაზე ყველას, ვინც იტყვის, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. მამია, დიდი კაცი ხარ Mamia Gavashelishvili”