“მანქანიდან გადმოვედით და ჩემს მეუღლეს ცემა დაუწყეს” – ლაშა ცუცქირიძეს და ლინა დოლიძეს იოსებიძეზე თავს დაესხნენ

"მანქანიდან გადმოვედით და ჩემს მეუღლეს ცემა დაუწყეს" - ლაშა ცუცქირიძეს და ლინა დოლიძეს იოსებიძეზე თავს დაესხნენიოსებიძის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც ლაშა ცუცქირიძის მეუღლემ, ლინა დოლიძემ განაცხადა, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ და მანქანიდან გადმოსვლისთანავე იერიშზე გადმოვიდნენ.

„ჩვენ როგორც კი გადმოვედით მანქანიდან, დავინახე ორი პიროვნება, მათ ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები და სახე ჰქონდა სრულად დაფარული. როგორც კი დაგვინახეს, რომ გადმოვედით მანქანიდან, ჩემს მეუღლეს დაუწყეს ცემა. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის მოგზავნილები არიან. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ეს ადამიანები აქ 5 დღეა დგანან და გველოდებიან“, – განაცხადა ლინა დოლიძემ.

ლაშა ცუცქირიძემ და ლინა დოლიძემ სახელი იმით გაითქვეს, რომ კარანტინის და კომენდანტის საათის დროს იქორწინეს და საქორწინო მოგზაურობაში ორთაჭალიდან, ლინას სახლიდან, საბურთალომდე ფეხით წავიდნენ, რის შესახებაც მაშინ ზვიად კუპრავამ ფეისბუქში დაწერა:

“ეს არის სიყვარული❤️
ეს არის ბრძოლა და მოძრაობა დინების წინააღმდეგ!
საყოველთაო კარანტინის და შეზღუდვების პირობებში, როდესაც ქოცების გარდა მანქანით გადაადგილება შეზღუდულია ყველა სულიერისთვის, ლაშამ და ლინამ გადაწყვიტეს, დაქორწინდნენ და ორთაჭალიდან (ლინას სახლიდან) საბურთალომდე საქორწინო მოგზაურობაში მოდიან ფეხით – უკვე საერთო სახლში ? (ფოტო გზიდან)
ეს არ არის მხოლოდ ქორწინება, ამავდროულად ეს არის ამბოხი! დანაშაულებრივი სისტემის მიერ, შემოთავაზებული რეჟიმის წინააღმდეგ!
ბედნიერება და წარმატებები თქვენ, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო❤️
❗️ მეგობრებო, რაც შეიძლება მეტი გული ვაჩუქოთ ამ წყვილს❤️❤️

იპნ