მეგობრებთან იჯდა და უცბად გარდაიცვალა – რა მოხდა რუსთავში

მეგობრებთან იჯდა და უცბად გარდაიცვალა - რა მოხდა რუსთავშირუსთავში, ბინაში მამაკაცი გარდაცვალა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, 43 წლის კაცი მეგობრებთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც  მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ბინაში 3-4 პირი იყო, მათ სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ, მომხდარზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

ინფორუსთავი