“მოდი, დაგემშვიდობოთ, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთო, დედისთვის უთქვამს” – თელეთში 15 წლის ტატო ვარდიაშვილს ეძებენ

"მოდი, დაგემშვიდობოთ, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთო, დედისთვის უთქვამს" - თელეთში 15 წლის ტატო ვარდიაშვილს ეძებენქვემო თელეთში 15 წლის ტატო ვარდიაშვილს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლიდან გუშინ გავიდა, მანამდე კი ოჯახის წევრებთან სამახსოვრო სურათები გადაიღო. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი პოლიცია გუშინ ჩაერთო

“გუშინ შუადღის შემდეგ არის ბავშვი სახლიდან გასული და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ზოგი ამბობს, რომ სამარშუტო ტაქსიში ავიდა, მაგრამ დაუდასტურებელია, ნამდვილად ეს იყო თუ არა.

ტყე არის, დიდი გოლფის მოედანია და იქაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

დისთვს უთქვამს, მოდი სამახსოვრო ფოტო გადავიღოთო, მერე დედასთვის უთქვამს, მოდი დაგემშვიდობოო და ცოტახნის შემდეგ არის სახლიდან გასული,”-უთხრა “კურიერს” ოჯახის ახლობელმა ნინო ვარდიაშვილმა.

რუსთავი 2