პარიზში 10 კაცზე მეტის თავშეყრა იკრძალება

პარიზში 10 კაცზე მეტის თავშეყრა იკრძალებასაფრანგეთში ახალი შეზღუდვების თანახმად, პარიზში 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, დიდ ღონისძიებებზე დამსწრეთა დასაშვები რაოდენობა კი 5.000-დან 1.000-მდე შემცირდება. გარდა ამისა, იგეგმება საღამოს 20.00 საათის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვაც.

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება მთელ საფრანგეთში ფიქსირდება. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 468.069 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან  გარდაცვლილია 31.416 ადამიანი.