ფაშინიანი – “სომხეთი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას აპირებს”

ფაშინიანი - "სომხეთი სამხედრო მდგომარეობის შემოღებას აპირებს"მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, სომხეთის მთავრობა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე, შემდეგ კი, მთავრობა განიხილავს საომარი მდგომარეობისა და რეზერვის ნაწილობრივი მობილაზაციის საკითხს“,- წერს სომხეთის პრემიერ- მინისტრი.

ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

სამხედრო შეტევაში აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა.

ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ.

იპნ